MEATANA (GENERAL)

Allrestaurants - MEATANA - Tbilisi, GEORGIA

Dirección: Chkondideli 26, Tbilisi, GEORGIA
Teléfono: +995322668555 Móvil: * Fax: *
Página Web: http://meatana.ge E-Mail: *

ხორცპროდუქტების კომპანია "მითანა" ერთ-ერთი მზარდი და ახალგაზრდა კომპანიაა ქართულ ბიზნეს სივრცეში, იგი ბაზარზე 2008 წლის თებერვლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ ინარჩუნებს ზრდის ტენდენციებს. "მითანამ" მცირე დროში დაიკავა ღირსეული ადგილი ბაზარზე, სადაც კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო. კომპანიის უმთავრესი მიზანი იყო უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება. "მითანამაც" ამ პრინციპზე დაყრდნობით დაიწყო მუშაობა და დღემდე მისი ერთგული რჩება. შესაბამისად, მომხმარებელმა თავიდანვე მიიღო და შეიყვარა ჩვენი პროდუქცია. კომპანია თავისი ფართო ასორტიმენტით მაქსიმალურადაა წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე

მითანას დაარსების დღიდან გადაწყვეტილი იყო საწარმოს დაეკმაყოფილებინა საერთაშორისო სტანდარტები. ეს სტანდარტი მოიცავდა წარმოების მთელ ჯაჭვს _ნედლეულის მიღება და შენახვას, პროდუქციის დამზადება, მზა პროდუქციის შენახვა და მომხმარებლისათვის მოწოდება. სწორედ ამიტომ მოხდა მოთხოვნების შესაბამისად სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის ინტეგრირებული სისტემის დანერგვა და განხორციელება .სისტემის დანერგვაში მონაწილეობას იღებდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები. სტანდარტების შესაბამისმა გარემომ კი განაპირობა პროდუქციის უმაღლესი ხარისხი. “მითანა“ არის ერთ–ერთი კომპანია,რომელმაც ISO 22000 მიიღო, როგორც უმაღლესი ხარისხის სერთიფიკატი. ამ სერთიფიკატით კი შეფასდა მენეჯმენტის გამართული მუშაობა და დადასტურდა, რომ კომპანია კვების პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სისტემების მფლობელია. ISO 22000 საერთაშორისო სტანდარტი გვთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციას.

დაარსების დღიდან “მითანა“–მ პრიორიტეტად პროდუქციის ხარისხი დაასახელა.სწორედ ამიტომ შევიძინეთ ავსტრიული და გერმანული დანადგარები.თანამშრომლები გადიან ტრენინგებს ევროპულ სპეციალისტებთან .მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენებამ, წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას მაღალი სტანდარტებისათვის მიეღწია. დღეს “მითანა“ ხორცპროდუქტების წარმოების ერთ–ერთი ლიდერია საქართველოში . ჩვენი მთავარი საზრუნავია პროდუქციის წარმოებისას სურსათის უვნებლობისა და ხარისხის პოლიტიკის გატარება.ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ კომპანიაში საკანომდებლო და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით დადგენილ მართვის თანამედროვე სისტემებს,რომლებიც გვეხმარება არ გადავუხვიოთ ხარისხის მართვის თანამედროვე ევროპულ გზას.



"მითანას"ტექნოლოგიური ხაზი უახლესი დანადგარებისგან შედგება. ჩვენი მიზანია პროდუქციის ხარისხის ამაღლება, წარმოების ტექნოლოგიური პროცესების დახვეწა-გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზება, გეგმაზომიერი და მიზანდასახული მუშაობის შედეგად „მითანამ“ ჩამოაყალიბა თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის მაღალი ხარისხისადმი სწრაფვას, იზრდება კომპანიის წარმადობა, დასაქმებულთა რიცხვი

Allrestaurants - MEATANA - Tbilisi, GEORGIA Allrestaurants - MEATANA - Tbilisi, GEORGIA Allrestaurants - MEATANA - Tbilisi, GEORGIA Allrestaurants - MEATANA - Tbilisi, GEORGIA Allrestaurants - MEATANA - Tbilisi, GEORGIA
x
X